![]() |
ერთი, ორი.. სამი, ოთხი, ხუთი...
დავხუჭავ თვალებს და ახალ სიცოცხლეს ვეზიარები.
ყველგან და ყოველთვის, არსებობს გარდამავალი წამი. წამი, რომელიც სრულად ცვლის შენს ცხოვრებას.
მითხრეს, რომ ვკვდებოდი.
ერთი, ორი, სამი, ოთხი...
მე კაციობრიობის საიდუმლოს ავხდი ფარდას. გავივლი ჩაბნელებულ დერეფნებს, ან სულაც, ღრუბლებში უკანასკნელ პიკნიკს მოვიწყობ...
ერთი, ორი, სამი...
არავინ მრჩება და
არაფერს ვნანობ.
მიცხოვრია...
ერთი, ორი, სამი...
დედაჩემი ტირის.
მოკლეკაბიანი მედდა, ფართოდ ხსნის ფანჯარას.
შემოდგომის პირველი დღეა.
ერთი, ორი...
მხატვარი ვიყავი. მიწისქვეშეთში მოხეტიალე, პორტრეტების ხელოვანი. უგვირგვინო მეფე... უარყოფილი, მიტოვებული, დაჩაგრული და მაინც ხელოვანი!
ახლა კი... დავხუჭავ თვალებს, წარმოსახვით დავხატავ დედაჩემს. მერე გავფრინდები.
ერთი.
გარეთ წვიმს.
წყლის ფიფფქები რეცხავენ მიწაში ჩამჯდარ, ჭუჭყიან ცოდვებს, დედამიწისას.
დავხუჭავ თვალებს და წავალ.
წავალ ისე, თითქოს არც ვყოფილვარ დ აისე, თითქოს არც წავსულვარ
..... ანუ...
ვხედავ, როგორ ტირის დედაჩემი.
მიწის, ფოთლების და ლარნაკის ყვავილების სუნი მახრჩობს.
ოთახიდან გავდივარ.
აღარა ვარ...

პ.ს (https://www.youtube.com/watch?v=vCYk9CRx0g8)
No comments:
Post a Comment