ნელა ახელს თვალს, მთვარეულივით დგება ხის საწოლიდან
და სამზარეულოში პერანგისამარა მიფარფატებს. გლუვ ზედაპირზე მხოლოდ პატარა ქოხი ამოჩრილა.
ნაცრისფრად გადღვებილ სივრცეში სულიერი არ ჭაჭანებს, გარდა ერთისა.. ნაცრისფერ ქოხში
მარსელი გოგონა ცხოვრობს, ფერადი იდეებით.. გაზქურას ანთებს და წრაფად წვამს კვერცხს.
კომპიუტერს რთავს და Facebookზე
დედამიწელებს ადევნებს თვალს. უბრალოდ იღიმის და კომპიუტერს წამებში რთავს. ამ დროს
ალბათ დედამიწაზე დღეა, მზე.. ნათელი ფერები.. ხოლო მარსზე ყველაფერი ნაცრისფერი და
შავია, აქ დღეც და ღამეც მუქი ფერებით იწყება..მთავრდება.. სასეირნოდ გარეთ გამოდის
და გლუვ ზედაპირზე ჯდება. ხარბად ისუნთქავს სუფთა ჰაერს. სუფთას.. და არა ბოღმით, ბოროტებით
შეზავებულსა და მოწამლულს, ისეთს, როგორიც დედამიწაზეა. უხარია, რომ სასურველს მიაგნო.
დედამიწას იხსენებს და კვლავ ეღიმება.. იქ ყველა ერთნაირია. გოგონას ბედნიერი, მაგრამ
მაინც მარტოობისგან ჩამქრალი თვალები აბრას ჩაშტერებია. ხის აბრა საგულდაგულოდ დაუმაგრებიათ
ქოხის წინ. ზედ ლამაზად გამოყვანილი ფერადი ასოებით ორად–ორი სიტყვა იკითხება: „გოგონა
მარსიდან“. გოგონა ქოხში შედის, მინის ქილით უკან ბრუნდება. შავ მიწას იღებს, ქილაში
ყრის და წარწერასაც ურთავს.. მერე სახლში შედის.
ცისფერი შუქი ქრება.. ამ დროს დედამიწაზე მთვარეა და
ბნელა.. მარსზე ისევ ნაცრისფერია, მაგრამ ბედნიერებით შეზავებული..
No comments:
Post a Comment